მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:20

19. მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაჲ (10,20).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არა თუ მარგებელობისა ანუ მავნებელობისა შემძლებელად შემირაცხიან უსულონი იგი ძეგლნი, არამედ, ვინაჲთგან რაჲ-იგი მათდა შეიწირვის, ეშმაკთათჳს დაიკლვის, ამისთჳს განგაყენებ საქმისაგან, ღმრთისა საძაგელისა. რამეთუ, უკუეთუმცა ქუეყანისა ამის მეფისა სერსა ჩინებული დასაშჯელთა და განპატიჟებულთა ტაბლასა მიჰრბიოდე, რაოდენისამცა ბრალობისა თანამდებ იქმენ ყოველთა მიერ! ამისთჳს დაგაყენებ ერთგზის ზიარ-ქმნულთა საღმრთოჲსა ტაბლისათა საეშმაკოდ დაგებულსა მას ტაბლასა ზედა დაჯდომად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის