თარგმანი: ესე საქმე მათსა ნებასა ზედა მიუშუა, ვითარცა სთნდეს — მისლვაჲ და არა-მისლვაჲ. ხოლო წინადაგებულისათჳს განუწესა არარას მეტსა გამოძიებაჲ, რაჲთა არა უმეტესისა გამოძიებამან საგონებელ ყვნეს იგინი მოშიშ ყოფად კერპთაგან.
26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10