თარგმანი: ვითარ-იგი ზღჳსა განვლაჲ და საზრდელი და სასუმელი მათი სახე იყო ნათლისღებისა და ზიარებისა ჩუენისაჲ, ეგრეთვე შემდგომად ესოდენთა ნიჭთა წარწყმედაჲ მათი, სახე არს ჩუენდა. ნუუკუე შემდგომად ნათლისღებისა და ესოდენთა ნიჭთა მიმთხუევისა კუალად მივეცნეთ წარსაწყმედელსა, რაჟამს არა ღირსად მწოდებელისა მის ჩუენისა ვიქცეოდით.
1 კორინთელთა მიმართ 10:6
5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10