მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:5

4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა (10,5).:

თარგმანი: რაჲსათჳს არა სათნო-იყვნა, არამედ რამეთუ შემდგომად ესოდენთა მათ ქველისმოქმედებათა ღმრთისათა ეგოდენი უმადლოებაჲ აჩუენეს და არა დაადგრეს მცნებათა მისთა, ამისთჳსცა თჳნიერ ფრიად მცირედთაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს ისუ და ქალებ, უმრავლესთა მათ ეგჳბტით გამოსრულთა ძუალნი უდაბნოსა ზედა დაცჳვეს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: „ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა“. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ, - ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლანი, რამეთუ უმეტესიცა უჴმს შრომაჲ, და სამარადისო არს ბრძოლაჲ, და უკუეთუ მოქალაქობაჲ კეთილი უდებ-ვყოთ, დიდი ბოროტი შემემთხჳოს ჩუენ. და რად ვიტყჳ მოქალა...

სრულად ნახვა