მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:16

15. ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა.16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას.17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა (11,16).:

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰნებავს ძლევის მოყუარე ყოფად; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ კაცობრივითა ვინმე და მსოფლიოჲთა სიბრძნითა წადიერ იყოს უკუნ-ქცევად და დაჴსნად სიტყუათა ამათ, ჩუენ და ეკლესიათა ღმრთისათა ესე ჩუეულებად არა გუაქუს, რაჲთამცა გამოვეძიებდით სიტყუასა მოძღუართასა, არამედ გამოუძიებელად და წინააღუდგომელად მივითუალავთ ბრძანებასა მათსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის