მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:17

16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას.17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით (11,17).:

თარგმანი: საჭირო არს, რაჲთა აწინდელისაცა ამის ბრალობისა მიზეზთა წარმოთქუმითა უადვილეს ვყოთ ძალი სიტყუათა ამათ წინამდებარეთაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ვითარცა პირველ, დასაბამსა პეტრეს მიერ სამ ათასთა რწმუნებისასა, ზოგად იყოფოდეს ყოველნი იგი და ერთბამად საზოგადო ყვიან ყოველი თჳსი თითოეულისაჲ და ზოგად ისერებდიან, ესევე წესი კორინთელთა შორისცა დაცვულ იყო, არამედ არა მითვე კრძალულებითა; რამეთუ სახესა ოდენ რასმე მისსა ჰყოფდეს, ვითარცა ნაკადულსა დიდისა მდინარისასა. ესე იგი იყო, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე გლახაკ იყვნეს და რომელნიმე მდიდარ, ამისთჳს არა ყოველთა საზოგადო ჰყოფდეს მდიდარნი იგი ნაქონებსა მათსა, არცა სამარადისოდ სწორებით იზარდებოდიან, გარნა დღეთა ოდენ დღესასწაულისათა, შემდგომად წმიდათა საიდუმლოთა მიღებისა, ზოგად ინაჴ-იდგიან. და დასაბამსა მდიდარნი იგი მოიღებდიან სანოვაგეთა და გლახაკთა და უქონოთა თანა სწორებით ჭამდიან. ხოლო უკუანაჲსკნელ ესეცა ჩუეულებაჲ განრყუნეს, მიზეზითა ურთიერთას განწვალებისა და ამის და მის ვისდადმე ქმნისაჲთა. ამისთჳს აწ მოციქული მხილებით ეზრახების დაჴსნისათჳს ჩუეულებისა ამის კეთილისა და ფრიად საჴმრისა, რომელი-ესე...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...რადგან ყოველი დაცემა ერთნაირ ჭრილობას როდი გვაყენებს; ცოდვათაგან ზოგი მხოლოდ განსჯის ქვეშ არის, ზოგი კი უმძიმეს სასჯელს იღებს. ამიტომაც, როცა პავლე საერთო ტრაპეზებზე ძმათა არდამლოდინებლებს ამხილებდა, ასე ამბობდა: „ამას რომ გამცნობთ, არ გაქებთ“ (). ხედავ, ეს ცოდვა მხოლოდ განსჯამდე რომ ჩერდება და მისი სასჯელი გაკიცხვაა. მაგრამ როცა სიძვის შესახებ მსჯელობს, ასე აღარ იქცევა. აბა, როგორ? „თუ ვინმე ღვთის ტაძარს გახრწნის, მას ღმერთი გახრწნის“ (). აქ უკვე არც გაკიცხვაა და არც მხოლოდ განსჯა, არამედ უმძიმესი სასჯელი. ცოდვათა განსხვავება სოლომონმაც იცის; ქურდობას მრუშობასთან რომ ადარებს, დაახლოებით ასე ამბობს: „საკვირველი არ არის, თუ ვინმე ქურდობისას დაიჭირეს; რადგან იპარავს, რათა თავისი მშიერი სული გააძღოს; ხოლო მემრუშე გონების ნაკლულევანებით თავის სულს წარწყმედას უმზადებს“ (იგავ 6:30, 32)....

სრულად ნახვა