თარგმანი: საძიებელ არს თუ რაჲსათჳს ადგილსა ამას ლიტონისა საჭმლისასა შემოიღო მათეს თავისაგან სიტყუაჲ თხრობისაჲ საიდუმლოჲსა მისთჳს სერობისა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რაჲთა უმეტეს შეკდიმებულ ყვნეს კორინთელნი სახითა ამით, ვითარმცა ეტყოდა: უკუეთუ მან თავადმან განყოფასა მას შინა წმიდათა საიდუმლოთასა არა ხოლო სხუანი ყოველნი, არამედ განმცემელიცა თჳსი სწორებით იზიარა, ვითარ თქუენ ლიტონისა მის პურის ჭამისა ჟამსა შეურაცხ-ჰყოფთ ძმათა თქუენთა სიგლახაკისათჳს, და არა სწორებით მიუწოდთ მდიდართა და გლახაკთა, რამეთუ ყოველივე საუფლოდ ქმნილი სასწოროჲ ჯერ-არს.
1 კორინთელთა მიმართ 11:24
23. რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,25. ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11