თარგმანი: კუალად პირველსავე სიტყუასა მოვიდა. და იხილე, ვითარ არა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "გლახაკთაცა მისცემდით საზრდელისაგან თქუენისა", —არამედ, რომელი-იგი ამისსა უმაღლეს არს, ვითარმედ: "ურთიერთას ჰგებდით". ესე იგი არს, ვითარმედ: ნურარას უმეტესსა გლახაკისასა იჴუმევთ მდიდარნი, არამედ სწორებით მიღებისათჳს ურთიერთას ჰგებდით. და უკუეთუ ვინმე ესე არა ყოს, არცაღა საიდუმლოჲსა მის სერობისა ღირს იყოს ეგევითარი იგი.
1 კორინთელთა მიმართ 11:33
32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ.34. ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11