მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:13

12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა აზნაურთა (12,13).:

თარგმანი: აჰა ესერა წარმოთქუა მიზეზი ერთგუამ ყოფისაჲ — მითვე სულითა მისვე ემბაზისაგან შობაჲ; რომლითა ზოგად დაჰჴსნის ურთიერთას შურსა და წუნობასა, რაჲთა ჩუენცა სწორებით ვჰყუარობდეთ ძმათა ჩუენთა სარწმუნოებისა მიერ, ჰურიათაგანნი თუ იყვნენ ანუ წარმართთაგანნი, მონათა ანუ აზნაურთაგანნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის