მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:18

17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თითოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება (12,18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ნებად ღმრთისა გამოაჩინა საქმე ესე, ამიერითგან უჯერო არს წუხილი საქმისა მისთჳს, რომელი სთნავს ღმერთსა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ, რაჲ-იგი ზემო სულისა წმიდისათჳს თქუა, ვითარმედ: "ვითარცა ინება", მასვე აქა მამისათჳს იტყჳს, რაჲთა გასწავოს, ვითარმედ არა არს განყოფილებაჲ ნებისაჲ შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის