მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:2

1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ.2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თითქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თითქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყით, რამეთუ ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით კერპთა მათ მიმართ უჴმოთა, ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იქმნენით (12,2).:

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უწყით, რამეთუ წარმართ იყვენით კერპთა მიმართ უჴმოთა, ოდეს-იგი ჰყვებოდეთ, ვითარცა იყვანებოდეთ. ესე იგი არს, ვითარმცა გამოუჩინებდა მათ, თუ ვითარი განყოფილებაჲ აქუს საღმრთოჲსა სულისა ძალთა საეშმაკოჲსა სულისა ძალთაგან, ანუ ვითარ იცნობებიან წინამოსწავებანი, გრძნებითნი ანუ წინაჲსწარმეტყუელებითნი. რამეთუ საეშმაკოჲსა სულისა მიერ აღძრული იგი გრძნეული არღარა თავით თჳსით ვალს ცნობიერი, არამედ ვითარცა აღბორგებული და ცნობამიღებული ჰყვების მას, რომლისაგან იყვანების, და არცა ერთი რაჲ უწყის, რასა-იგი იტყჳს. ხოლო წინაჲსწარმეტყუელი არა ეგრეთ, არამედ ცნობიერითა და ფრთხილითა გონებითა დაწყნარებულად ვალს და გულისჴმისყოფით იტყჳს, რასა-იგი იტყჳს.

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. კერპთაყვანისმცემლობის ამაოება და იაკობის გამართლება (31:36–40):

...ტესობების ღირსქმნილნი, უგრძნობ ქვებს თაყვანს სცემენ და არც ირცხვინებიან, არ დაფიქრდებიან, რა უაზროა ეს, არამედ, უტყვ ცხოველებივით, მხოლოდ ჩვეულებით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც პავლე ასე წერს: „უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით" (). და კარგად თქვა: „უჴმოთა". და თქვენ, ამბობს, ხმიანებს, სმენითა და სიტყვით დაჯილდოებულებს, უტყვ ცხოველებივით იმისკენ მისწრაფდებოდით, რასაც არანაირი გრძნობა არ ჰქონდა. და რა მოწყალება შეიძლება ასეთ ადამიანთა მიმართ! მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს მართალი, გამხნევებული ლაბანის აღიარებით და იმითაც, რომ ლაბანმა ვერანაირი კარგშეხედული საბაბი ვერ იპოვა საყვედურისთვის. „განრისხნა, — ნათქვამია, — იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა". შენიშნე, როგორ თვით კამათშიც ავლენს სულის სათნოებას: „რაჲ არს, — ეუბნება, — ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი, რამეთუ მდევნი?" (). რისთვის, ანუ ასეთი სისწრაფით დამედევნე? რა უსამართლობაში შეგიძლია დაგვადანაშაულო? რა დანაშაულში? უფრო მეტიც, ის შეურაცხყოფაც მოგვაყენე, რომ ჩემი მთელი ქონება გაჩხრიკე! **„რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წი...

სრულად ნახვა