თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ბუნებაჲ საქმისაჲ ესრეთ არს, რაოდენცა ვინ იტყოდის არაერთობასა, ვერვე განვარდების ზოგადისა მის ყოველთა გუამისა სავსებისაგან.
19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?20. ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი.21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12