მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:7

6. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს (12,7).:

თარგმანი: გამოცხადებად სულისა — სასწაულთა უწესს, რომელთა მოქმედებითა განცხადნების უხილავი იგი მოსლვაჲ ნუგეშინისმცემელისაჲ. ხოლო უფროჲს-უმცირესობაჲ, ესე ვითარცა უმჯობეს იყოს თითოეულისათჳს, ეგრეთ იქმნების. ამისთჳს ნუ მწუხარე ვინმე არს უმცირესობისათჳს, ნუცა ვინ ზუაობს უდიდესობისათჳს, რამეთუ არა იგინი, არამედ მათ ზედა გარდამოსრული იგი სული უმჯობესად მოქმედებს თითოეულსა შორის, ვითარცა ჯერ-იყოს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის