თარგმანი: ვითარ ეგების შეჭმაჲ მონაგებისაჲ თჳნიერ სიყუარულისა, ანუ წამებაჲ ესოდენ სასტიკითა სიკუდილითა, რომელ ჴორცნი დაიწუნენ, თჳნიერ ქრისტეს სურვილისა? ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ იქმნების მიცემაჲ ანუ ჭამებაჲ გლახაკთაჲ ოდესმე არა სიყუარულით და წყალობით, არამედ ანუ მაჩუენებლობით ანუ გარეწარად, თჳნიერ თანალმობისა. ამისთჳს ასწავებს მათ, რაჲთა არა ხოლო ლიტონად მისცემდენ, არამედ აჭამებდენ-ცა თანალმობით და წყალობით, რომელ არს მიცემასავე თანა ჴელითმსახურებაჲცა. და კუალად, წამებისა ღუაწლთა ვითარ უჴმარ ჰყოფს, გარნა თუ თანამოწამებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, რომელმან ძეთა ზებედესთა წამებითა აღსასრული არა სხჳსა რაჲსათჳსმე უღირსად გამოუჩინა მარჯულ და მარცხლ ჯდომისა, არამედ ამისთჳს, ვითარმედ არა სასოებითა ოდენ მოსაგებელთაჲთა ჯერ-არს თავს-დებაჲ ღუაწლთაჲ, არამედ სიყუარულითა მეუფისაჲთა დადებად სული თჳსი მისთჳს, რომელმან-იგი სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, ვითარ-იგი ამისსა შემდგომად უჩუენებდა მათ საძიებელსა მათგან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ, ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთა იმსახუროს, არამედ მსახურებად და...
1 კორინთელთა მიმართ 13:3
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
1 კორინთელთა მიმართ თავი 13