მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:1

1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეუდეგით სიყუარულსა (14,1).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: მისდევდით სიყუარულსა, რამეთუ, ვინაჲთგან წარმოთქუნა ყოვლით კერძო აღმატებულებანი მისნი, აწ გუამცნებს, არა რაჲთა შეუდგეთ, ანუ რაჲთა ლიტონად გუეპყრას ოდენ, არამედ რაჲთა მივსდევდეთ-ცა მას და უწყოდით მალიადობაჲ და მკჳრცხლ თანა-წარმავალობაჲ მისი, უკუეთუ არა ჩუენ ყოვლითა ძალითა მივსდევდეთ მას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის