მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:2

1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა (14,2).:

თარგმანი: რომელნი-იგი ენათა იტყოდიან, თჳნიერ თარგმანებისა არავინ უწყინ ჴმაჲ მათი, რაჟამს სხჳთა ენითა იტყოდიან, და არა მით, რომლითა ჩუეულ იყვნიან მკჳდრნი მის ქუეყანისანი. ამისთჳს დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელებისასა უდარეს არს, რომელი-იგი მითვე ენითა მათითა სასმენელად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებნ, არამედ არცა ეგრეთ უნდო და განსაგდებელ არს, რამეთუ ღმერთსა ეტყჳნ, ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოდ იტყჳნ, და რამეთუ სულითა წმიდითა არა ლიტონად მომზრახ, არამედ საიდუმლოთა მეტყუელ არნ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის