თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას დუმილი ამცნო, აწ ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა განმწარდეს დაყენებისათჳს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: ნუ სულმოკლე ხარ, რამეთუ შენცა მოგხუდების ჟამი მარტოებით სიტყუად, თჳსაგან თითოეულისა და ზოგად ყოველთა მიმართ, სწავლად და ნუგეშინისცემად ძმათა.
30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს.32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14