თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სულ ად წინაჲსწარმეტყუელთა მადლსა მას იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებასასა, ვითარმედ: იგივე მადლი, რომლისა მიერ შენ სწინაჲსწარმეტყუელებ, იგივე აიძულებს მას წინაჲსწარმეტყუელებად; არა თუ შენ წარგიღებს და მას მისცემს წინაჲსწარმეტყუელებასა, არამედ შენცა და მასცა ზოგად განგამდიდრებს; ოდენ ჰმორჩილობდით. ესე იგი არს — ადგილ სცემდით ურთიერთას, რაჲთა არა იქმნეს შფოთი და შერევნაჲ.
31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს.32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14