თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესევე წესი წესიერებისაჲ ესრეთვე განუწესებიეს ღმერთსა, არა ხოლო თქუენ შორის, არამედ ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა შინა, რომელ არიან შესაკრებელნი წმიდათა მისთანი. ესე იგი არიან მორწმუნენი მისნი. რამეთუ ვინაჲთგან იყვნეს შესაკრებელნი წარმართთაცა მეკერპეთანი. ამისთჳს ეკლესიად წმიდათა უწოდს შესაკრებელსა მორწმუნეთასა.
1 კორინთელთა მიმართ 14:33
32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14