მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:39

38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს.39. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.40. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
39. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუაჲ არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ. და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ (15,39).:

თარგმანი: გესმა რაჲ სახედ შემოღებაჲ მარცულისაჲ, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ, ვითარ-იგი თავნი ჴუვილისანი ერთ არიან და მსგავს, ეგრეთვე გუამნი კაცთანი სწორ იყვნენ ზოგად ყოველთანი მერმესა მას აღდგომასა, ამისთჳს აწ კუალად სხჳთა სახითა პირველად უკუე ცოდვილთა ურთიერთას განყოფილებასა გიჩუენებს, ვითარმედ: ვითარ-ესე აქა კაცთა და პირუტყუთა გუამებისა განყოფილებაჲ არს, ეგრეთვე მუნ — ცოდვილთა სატანჯველისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის