1.თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.2.მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.3.რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,4.დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,5.და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს6.ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა;7.მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;8.ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.9.რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას.10.მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.11.ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც.12.ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?13.თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.14.ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.15.მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.16.ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.17.ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.18.და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში.19.თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.20.მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო.21.ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.22.და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.23.მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.24.და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს.25.რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.26.და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.27.რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.28.ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.29.თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?30.ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს?31.მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.32.თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით.33.ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.34.ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.35.მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?36.უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.37.და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.38.მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს.39.ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.40.არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.41.სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.42.ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.43.ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.44.ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.45.ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.46.მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.47.პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.48.როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.49.და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.50.ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.51.აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -52.ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.53.რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.54.ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;55.სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“56.ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.57.მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.58.ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
მოციქულისაჲ: ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი (12,1).
თარგმანი: ახლად ნათელ-იღიან რაჲ მორწმუნეთა მათ, სულიერთა მადლთა ღირს იქმნებოდიან: რომელიმე - ენათა მეტყუელებასა, და რომელიმე — წინაჲსწარმეტყუელებასა და სხუაჲ — სხუასა რასმე. რამეთუ, ვინაჲთგან ყოველი ნათელღებული უეჭუელად მიიღებს სულსა წმიდასა, ხოლო მადლი სულისა ყოვლადწმიდისაჲ უხილავ არს და გონებითა ოდენ დასარწმუნებელ. გარნა იგინი, ვითარცა უსწავლელნი ძუელთა წიგნთანი და ახალმოქცეულნი წარმართობისაგან, უხილავისა...
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო!
„აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი“ (ზატიკი) ქრისტე აღდგა!
ზეიმობს ანგელოზთა დასი.
ქრისტე აღდგა!
გუგუნებენ ეკლესიის ზარები.
და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! „სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო
„მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20)
„ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით ()
„დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...“...
იყო რიცხჳ ერისა მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ (1,16).:
...ოდენ (1,16).
თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ათერთმეტთა მათ თანა იყვნეს სამეოცდაათნიცა მოწაფენი, და სხუათა რჩეულთა და უმჴურვალესთაგან აღივსებოდა რიცხჳ მათი ას-ოცად, რამეთუ ჯერეთ სხუანიცა იყვნეს, რომელნი არა მუნ იყვნეს მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთათჳს-იგი პავლე იტყჳს: "მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა" ().
კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქმა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპრობელთა მათ იესუჲსთა. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის (1,16-17).
თარგმანი: ძმად წოდებითა ნუგეშინის-სცემს მას და აღსძრავს ურთიერთას სიყუარულად, ვითარცა შუენის კაცთა, რამეთუ სიძულილი გარეგან არს კაცთა ბუნებისა, ხოლო წინაჲსწარმეტყუელებასა დავითისსა სულისა მიერ წმიდისა თქუმულად უწოდს პირითა დავითისითა, და სიტყუასა მას ქუემო-რე მოიჴსენებს მოღებითა ას და მერვისა ფსალმუნისაგან. ხოლო აწ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო ყოფადი, ვითარცა ყოფილი, ღმრთისა მიერ ყოვლისავე მეცნიერისა. და სახელსა რაჲ იუდაჲსსა იტყოდის, არა დაჰრთავს გინებასა ანუ წყევასა, ვითარმცა ეთქუა: "ბილწმან" ანუ "უკეთურმან", არამედ ლიტონად მოგჳთხრობს წესითა თხრობისაჲთა, რაჲთა ჩუენცა ე...
...15), ნათქვამია, — თავის ცოდვებს არ ივიწყებს, არამედ მუდმივად გონებაში ატარებს მათ, როგორ არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, დაივიწყოს ისიც კი, რაში, მისი სრული რწმენით, უკვე ნათლისღებისას მიეტევა, არამედ ღაღადებს და ამბობს: „რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად" (). შემდეგ, რათა ჩვენ მისი თავმდაბლობის მთელი სიღრმე შევიცნოთ, დასძინა: „რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა". რას აკეთებ, პავლე? უფალმა თავისი მოწყალებით ყველა ცოდვა შენი მოგიტევა და წაშალა, შენ კი ჯერ კიდევ ახსოვს? ასეა, ამბობს, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ უფალმა ცოდვებისგან მიხსნა: მაგრამ, როცა ჩემს საქმეებს მოვიფიქრებ და ღვთის კაცთმოყვარეობის უფსკრულს შევხედავ, მაშინ სავსებით ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით ვარ ის, რაც ვარ. „არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა", — რომ თქვა, დაუმატა: „ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ" (). ანუ, თუმცა ჩემი მხრიდან ესოდენ დიდი ბოროტება გამოვიჩინე, მაგრამ მისმა გამოუთქმელმა სახიერებამ და მოწყალებამ მიბოძა მიტევება. ხედავ შემუსვრილ სულს, რომელიც მუდმივად იხსენიებს თავი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...ოციქულთა თანაზიარ იქმნა და მოძღურად და მასწავლელად ყოვლისა სოფლისა გამოჩნდა, რომელი პირველ მგმობარი იყო და მდევარი, ვითარცა თჳთ იგი ნეტარი ქადაგებს სახარებასა მას სიხარულით, და არა თუ სირცხჳლ-უჩნდა. ამისთჳსცა ოდესმე იტყჳნ, ვითარმედ: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა“; და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“; და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“. რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:...