თარგმანი: ვინაჲთგან პირველად წარმოთქუა განყოფილებისა ცოდვილთა სატანჯველისაჲსა სახედ თითოსახეობაჲ იგი ჴორცთა მფრინველთა და თევზთაჲსა, აწ ზეცისა მნათობთა განყოფილებასა შემოიღებს სახედ თითოსახისა მის დიდებულებისა წმიდათაჲსა, და ესრეთ, შემსგავსებულთა სახეთა მიერ ზედამიწევნით გუაუწყებს, ვითარმედ განყოფილებაჲ იქმნების პატივთაცა და პატიჟთაჲცა, მართალთა და ცოდვილთა კრებულისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 15:41
40. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.41. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15