თარგმანი: მშჳნვიერად ჴორცად იტყჳს აწინდელთა ამათ ჴორცთა ჩუენთა, არა თუ ვითარმცა ყოვლად უნაწილო იყვნეს სულისაგან წმიდისა, რამეთუ მრავალთა შორის აწცა მოქმედებს მადლი მისი, არამედ არა სამარადისოდ, არამედ რაჟამს ცოდვად მიდრკეს კაცი, მაშინ იოტებს თავისა თჳსისაგან მოქმედებასა სულისა წმიდისასა. ხოლო მერმესა მას არა ეგრეთ, არამედ სამარადისოდ მკჳდრ იყოს იგი გუამთა შინა წმიდათა და მართალთასა, ვითარცა სრულიად განთავისუფლებულთა აქაჲსა ამის ნივთთა სიზრქისა და შემამრღუეველობისაგან. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ ჴორცად მშჳნვიერად უწოდს აწინდელსა ამას გუამთა ჩუენთა სიზრქესა და სიმძიმესა, ხოლო ჴორცად სულიერად - მერმე აღდგომადსა მას გუამსა, ვითარცა უწულილესსა და უსუბუქესსა, რამეთუ დაღაცათუ ამითვე ჴორცითა აღვდგებით, არამედ არა ესევითარნივე ზრქელნი და მოკუდავნი და განხრწნადნი ყოფად არიან ასონი ჩუენნი.
1 კორინთელთა მიმართ 15:44
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.
კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი;...
„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (რუსთაველი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ქრისტე აღდგა!
სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;
ქრისტე აღდგა!
ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
-
მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?
-
ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.
ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.
მავანი იტყვის:...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო!
„აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი“ (ზატიკი) ქრისტე აღდგა!
ზეიმობს ანგელოზთა დასი.
ქრისტე აღდგა!
გუგუნებენ ეკლესიის ზარები.
და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! „სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!“ (Iკორ.15,55). ilia meore მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა.
ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა.
მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველმშობლებმა მაცხოვნებელი მადლი დაკარგეს.
მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო
„მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20) „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით () „დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...“ (ზატიკი) უფალი, „რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად () და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.), გიხაროდეთ!
ქრისტე აღდგა! სად არის სიკვდილო საწერტელი შენი? ქრისტე აღდგა! სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? ()
„აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს“ (წმ. იოანე ოქროპირი).
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის