თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს წარმოგითხარ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჴორცნი და სისხლნი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი ჩუენნი, სასუფეველსა ღმრთისასა ვერ დაგჳმკჳდრებენ. ესრეთ მოკლითა ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ყოველი ზემო წარმოთქუმული პირი მეტყუელებისა თჳსისაჲ. ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც" (). ცხად არს, ვითარმედ ჴორცად სახელ-სდებს ბოროტთა საქმეთა ჩუენთა.
1 კორინთელთა მიმართ 15:50
49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
1 კორინთელთა მიმართ თავი 15