მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:8

7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.9. რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა (15,8).:

თარგმანი: დაღაცათუ თჳთ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, არამედ არა უნარჩევესობაჲ არს უკუანაჲსკნელ ჩუენებაჲ, რამეთუ არცაღა იაკობ უდარეს იყო ხუთასთა მათ, რომელთა შემდგომად ეჩუენა მას უფალი. გარნა ამას იქმს მოციქული, რაჲთა შენ წინა-განემზადო მდაბლისა ამის მიერ არა ურწმუნო ყოფად მაღალსა მას, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "უფროჲს მათ ყოველთასა დავშუერ".

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...უფრო დიდ პატივს ეღირსებიან, მაშინ უფრო მეტად იმდაბლებენ თავს. ასე აბრაამიც, ღმერთთან საუბრისას, საკუთარ თავს „მიწაჲ და ნაცარ“ () უწოდებდა; ასე პავლემაც, როცა იმ ხილვის ღირსი გახდა, საკუთარ თავს „ვითარცა ნარჩევსა“ () უწოდა; ასე, სწორედ, ეს წინასწარმეტყველიც ჯერ თავისი ბუნების გამო დასტირის თავს და ამბობს: „ვაი მე უბადრუკს, რადგან განგმირული ვარ, რადგან კაცი ვარ“ ()2; შემდეგ კი თავისი განზრახვის გამო: „და არაწმინდა ბაგეები მაქვს“ ()2. თავის ბაგეებს, ჩემი აზრით, არაწმინდა უწოდა იმ სუფთა ძალების ცეცხლოვან პირებთან და იმ უაღრესად ზედმიწევნით მსახურებასთან შედარებით. და აქაც არ შეჩერდა, არამედ მთელი ხალხის სახელითაც აღიარებს, უმატებს და ამბობს: **„ვცხოვრობ იმ ხალხს შორის, რომელსაც არაწმინდა ბ...

სრულად ნახვა