თარგმანი: ესე სტეფანა დედაკაცი იყო, გინა თუ ღმრთისმოშიშებითა უპირატესი ანუ თუ პირველად მიმთუალველი სიტყუასა სარწმუნოებისასა ყოველთა შორის მკჳდრთა ელადისათა, ვინაჲ-იგი იყვნეს აქაიელნი. რომლისათჳს კრძალულებისა ჩუენებად ჰლოცავს მათ, ვითარცა ღირსისა, რომელმან არა ხოლო თავისა თჳსისად, არამედ სახლეულთაცა თჳსთათჳს აღირჩია უფროჲს ყოველთა საშუებელთა სოფლისათა, რაჲთა მსახურად წმიდათა დააწესნენ თავნი თჳსნი.
14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი;16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16