თარგმანი: სასოებითა მისლვისა თჳსისაჲთა უმეტეს განკრძალულ ჰყოფს მათ, დაუნჯებად მოწყალებისა, ვითარმედ წინაშე პირსა მისსა ყოფად არს შეკრებაჲ და განხილვაჲ, არა ხოლო საჴმრისაჲ, არამედ გონებისა მისცა მიმღებელთაჲსაჲ. ხოლო კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა თქუენ გამოცდილ და სათნო გიჩნდენ, ესენი წარვავლინნე წიგნებითა ჩემითა, რაჲთა უეჭუელ იყვნენ ამას, ვითარმედ: თჳთ რასმე იჴუმევს მოციქული შეკრებულისა მისგან მათისა; ამისთჳს მათთავე გამორჩეულთა წარავლენს წიგნებითა თჳსითა, არა მირთუმად, არამედ უფროჲსღა მოღებად მადლისა წმიდათაჲსა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ კნინ და უნდო არს მოწყალებად წარგზავნილი იგი მათგან, სიმდიდრესა თანა ლოცვათა და მადლისასა, რომელნი-იგი ნაცვალად მისსა მომცემიან მათ წმიდათა მათგან, მკჳდრთა იერუსალჱმისათა.
1 კორინთელთა მიმართ 16:3
2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.4. თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16