თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ თქუმად, ვითარმედ: არარაჲ ვსაჯე უწყებად რასმე თქუენ შორის. ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ უმჯობეს ვჰგონე მარტივთა სიტყუათასა, რამეთუ ესრეთ სათნო-ეყოფვოდა მომავლინებელსა ჩემსა ქრისტესა, რაჲთა მათ მიერ დაუყვნე პირნი მრავალმანქანათა მათ, ამის სოფლისა ბრძენთანი.
1. ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით;2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.3. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2