მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:11

10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს, რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე (3,10-11).:

თარგმანი: ესე არს კრძალვაჲ, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა აშენებდეს; და რაჟამს მას ზედა აშენებდეს, არარას შეუმსგავსსა მის საფუძველისასა აშენებდეს. ვინაჲცა კორინთელთა ეტყჳს პავლე, ვითარმედ: ნუ გეშინინ მათგან, რომელნი-იგი მრავლად განგჭრიან თქუენ, რამეთუ ერთ არს ყოველთა საფუძველი — ქრისტე, რომელი-ესე მე დავდევ, ესე იგი არს გიქადაგე თქუენ. მას ზედა დაშენებულ ვართ, მის მიერ განმტკიცებულ ვართ, ოდენმცა სათნო მისსა, და არარაჲთ შეუტყუებელ არს მისგან შენებულებაჲ ესე საქმეთა ჩუენთაჲ.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად, გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს — იესუ ქრისტე (3,11).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ მიხედავთ სხუასა საფუძველსა, არა არს სხუაჲ საფუძველი, გარნა ქრისტე, რომელიცა გიქადაგე. იგი გამოვირჩიოთ, მას შეუდგეთ, მას ზედა აღვაშენნეთ კეთილთა საქმეთა ნაშენებნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის