მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:16

15. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? (3,16).:

თარგმანი: ამიერითგან მხილებად მისსა იწყებს, რომელსა-იგი ესიძვა, და ფრიად შუენიერ ჰყოფს შესავალსა მოძღურებისა სიტყუათასა, რამეთუ სიმდიდრესა მას მადლისასა და ნიჭსა სულისა წმიდისასა მოჴსენებითა უმძიმეს ჰყოფს ბრალსა მის ცოდვისასა, ვინაჲთგან ტაძარი ღმრთისაჲ და სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ქმნილი გუამი, ყოვლად საძნაურ არს ამისსა შემდგომად სადგურ ვნებათა ქმნად.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ვითარმედ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან, რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელნი-ეგე თქუენ ხართ (3,16-17).:

თარგმანი: ჰნებავს სიძვასა მას შინა ბოროტსა დაცემულისათჳს სიტყუად, და იხილე, ვითარ ჯეროანი დასაბამი შემოიღო სიტყჳსა თჳსისაჲ, რამეთუ აყუედრებს და იტყჳს, ვითარმედ: არა უწყითა, რაბამი საქმე არს: თქუენ თანა სული ღმრთისაჲ არს; ვითარ უკუე იკადრებთ ბოროტისა საქმედ? ესე იგი არს, ვითარმედ: წარწყმიდოს და ცეცხლად უშრეტად მისცეს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ხრწნილებაჲ, რაჟამს უხრწნელად იწუებოდის. ვინაჲთგან ტაძარი ღმრთისა წმიდა არს, და სული წმიდაჲ მკჳდრ არს მას შინა, საცნაურ არს, ვითარმედ: ბილწი და მსიძავი ტაძარ ღმრთისა ვერ არს. თქუენ ხართო, გარნა უკუეთუ წმიდა იყვნეთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის