მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:18

17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ (3,18).:

თარგმანი: ესე არს თავისა თჳსისა ცთუნებაჲ, რაჟამს სწავლათა ამათ სამოციქულოთა არა ირწმუნებდეს ვინმე და თჳსით გონებით სხუასა რასმე იზმნიდეს. რამეთუ აჰა ესე ბრძანებს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს ბრძენ ყოფაჲ თქუენ შორის ამას სოფელსა, იქმენინ სულელ, რაჲთა იყოს ბრძენ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე თქუენ შორის მოქადულ არს ამას სოფელსა შინა ბრძენ ყოფად, გარეშითა მით სიბრძნითა და სწავლულებითა, პირველად ესე მოიგენ, ვეტყჳ: დატევებაჲ ცუდ-სახელისა მის და ამაოდ აღმაზუავებელისა საწარმართოჲსა სიბრძნისაჲ, და ეგრეთ მოუჴედინ სისულელედ წოდებულსა ამას სიბრძნესა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისა ჩუენისასა, ვითარცა ნამდჳლვე მიმაახლებელსა ღმრთისასა, რომელი-ესე ყოვლისავე სოფლისა შეურაცხებასა უბრძანებს, საუკუნეთა მათთჳს მოსაგებელთა. ამისთჳს ნუ ვის შეურაცხ უჩნნ ესევითარი ლიტონ მსოფლელობაჲ, რომელსა-იგი სარწმუნოებაჲ მოგუატყუებს ჩუენ, რაჲთა არა კაცობრივთა გულისსიტყუათა გარწმუნებდით გამოძიებასა ქრისტეს ქადაგებისა საიდუმლოთასა; ვითარმცა ვიტყოდეთ, ვითარმედ: ვინაჲ...

სრულად ნახვა
თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებს. უკუეთუ ვისმე ბრძენ ეგონოს თავი თჳსი თქუენ შორის (3,18).:

თარგმანი: ბრძნად აქა მათ უწესს, რომელთა კაცობრივი სიბრძნე აქუნდეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის