მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:21

20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს (3,21).:

თარგმანი: მოძღუართა მათთათჳს ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ ნუცა ერთსა რას მადლთა მათ მინიჭებულთა მათთაგანსა ზედა იქადიან, რამეთუ არარაჲსა სხჳსათჳს, თჳნიერ თქუენისა სარგებელისათჳს, მიცემულ არს მათდა ყოველივე იგი.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს (3,21).:

თარგმანი: კუალად მოძღუართა მათ მიმართ, რომელნი იყვნეს კორინთეს შინა, ჰყოფს სიტყუასა, რომელნი-იგი ზუაობდეს მადლთა მათ ზედა, რომელნი მოცემულ იყვნეს მათდა, ანუ თუ სწავლისაჲ, ანუ სხჳსა რაჲსამე და ამისთჳს ეტყჳს მოციქული ერსა, ვითარმედ: არა უჴმს მათ სიქადული, რამეთუ რავდენნიცა მადლნი ჰქონან, თქუენთჳს ჰქონან, ერისა მაგის მორწმუნისა, თქუენთჳს მოცემულ არიან მათდა მადლნი იგი, რაჲთა თქუენ გარგებდენ; რაჲსათჳს უკუე იქადიან საქმეთა მათ ზედა, რომელნი მოცემულ არიან მათდა არა თჳსთა შრომათა მიერ, არამედ თქუენთჳს და თქუენისა ცხორებისათჳს!

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის