მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:22

21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გინათუ პავლე, გინათუ აპოლლო, გინათუ კეფა (3,22).:

თარგმანი: კუალად თავისა მიერ თჳსისა და პეტრესსა და აპოლლოჲსსა, დაჰჴსნის ზუაობასა ახალგამოჩინებულთა მათ მოძღუართასა. ვითარმედ, უკუეთუ თჳთ ჩუენ, პირველნი ქადაგნი თქუენნი და მოციქულნი ქრისტესნი, ვერცა ერთსა რას ზედა ვიქადით მადლთა ამათგანსა, რაოდენ უფროჲს თქუენ.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა (3,22).:

თარგმანი: კუალად თავი თჳსი და პეტრე და აპოლო შორის შემოიღო, ხოლო მოასწავებს მოძღუართა მათ, რომელნი მუნ იყვნეს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მადლნი იგი მოძღურებისა და გულისჴმის-ყოფისანი მათთჳს მიცემულ იყვნეს, სოლო ესე დიდად დაამდაბლებდა გონებასა მას მოძღუართასა. და მერმე ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: უკუეთუ მე და კეფა და აპოლო თქუნთჳს დადგენილნი ვართ, ვითარღა იკადროს სხუამან ვინმე სიქადული თუ: მე ჩემითა სათნოებითა მომიღებიეს მადლი რაჲმე.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის