თარგმანი: კუალად დაწყებისაებრვე სიტყჳსა განქიქებად იწყო მიზეზთა ჴდომისა მათისათა, რომელ-იგი აქუნდა არათუ პავლეს ზედა და აპოლლოს, არამედ სხუათა ვიეთმე ზედა, უმდიდრესთა და უბრძნესთა მოძღუართა აღრჩევასა.
3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3