მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:9

8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ, ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ (3,9).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ნაცვალად "ღმრთისა თანაშემწისა" — ღმრთისა თანა-მოქმედნი ვართ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჩუენ, რომელნი-ესე საღმრთოთა შჯულთა გიქადაგებთ თქუენ, ღმრთისა თანამოქმედნი ვართ, რამეთუ, რაჲ-იგი მას ჰნებავს, — ცხორებაჲ კაცთაჲ, — მას ვმოქმედებთ მის თანა ქადაგებითა ჩუენითა. ამისთჳს ღმრთისა თანამოქმედ გუეწოდების ჩუენ, და არა თქუენ მიერ ჴელთდასხმულთა მაგათ მოძღუართა, რომელნი-ეგე შფოთისა და არა მშჳდობისა მიზეზ გექმნნეს თქუენ, რომელნი-ეგე, ვინაჲთგან ღმრთისა ნამუშაკევნი და ღმრთისა აღშენებულნი ხართ, ღმრთისად გეწოდებოდენ და ნუვისდად სხჳსა, ზედამდგომელთა თქუენთაგანისად.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ (3,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩუენო, რომელთა გიქადაგეთ ცხოველსმყოფელი იგი ქადაგებაჲ, თანაშემწენი ვართ ღმრთისანი, რამეთუ ნებასა მას ღმრთისასა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ, თანაშევეწიენით. ხოლო რომელთა-ეგე განგწვალნეს თქუენ და გექმნეს მიზეზ შფოთისა, არა არიან იგინი თანაშემწენი ღმრთისანი, არამედ უფროჲსად წინააღმდგომნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის