თარგმანი: სისულელედ სოფლიოჲთა სიტყჳთა უწოდს — ქრისტესთჳს აღრჩევასა ჭირთა და ტანჯვათა შემთხუევისასა. ხოლო სოფლიოდ სიბრძნედ სახელ-სდებს კორინთელთასა მას დიდების მოყუარებასა, ვითარ ქრისტეს მიერ მოცემულთა მათ ნიჭთა ზედა, ვითარცა თავით თჳსით მოგებულთა, ეგრეთ მაღლოოდეს. რამეთუ, უკუეთუ ქრისტეს მიერ განბრძნობილ და არა თავით თჳსით ბრძენ იყვნეს, რაჲსაღა მაღლოვოდეს?
1 კორინთელთა მიმართ 4:10
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4