თარგმანი: ბევრ მზარდულ მოძღუართა მათ მათთა უწოდს, რომელთაგან მიმოგანყოფილ იყვნეს კორინთელნი. ამისთჳს მათ განუჩენს მზარდულობასა, ხოლო თავისა თჳსისად დაიშთენს მამობასა. და კუალად, რაჲთა არა სრულიად შეურაცხ-ყვნენ მათ მოძღუარნი მათნი, ამისთჳს დასწერს, ვითარმედ იგინიცა ქრისტეს მიერ არიან და მეცა, და არცა ერთი შეურაცხსაყოფელ ვართ. ოდენ და-მცა-ცვულ არს მათდა ადგილი მზარდულობისაჲ და ჩემდა მშობლობისაჲ. რაჲთა ვითარ-იგი თჳთ მე სახარებისა მიერ ემბაზითა ნათლისღებისაჲთა შობასა თქუენსა, არა თავსა ჩემსა, არამედ ქრისტესა განუკუთნებ, ეგრეთვე მათ მზარდულობაჲ იგი — ჩემდად, და უფროჲსღა ყოველივე ქრისტესდად შეჰრაცხენ. და ესე რაჲ თქუა მზარდულთათჳს, ზოგად ყოველსა მას ერსა ჰლოცავს, რაჲთა მობაძავ მისსა იყვნენ. არა ზუაობით მბრძანებლობს, არამედ ადვილობასა საქმისასა წინა-დაუდებს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემდა — ქრისტესი, რაოდენ უფროჲს თქუენდა ჩემი მობაძავ-ყოფაჲ არა შეუძლებელთა საქმეთაგანი არს.
1 კორინთელთა მიმართ 4:16
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4