თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზემოსა მას შეუდგს და ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რაჲ-იგი პავლეს ესწავა ადგიდ-ადგიდ ყოველთა ეკლესიათადა, მისდავე მოჴსენებად მიუვლინა მათ ტიმოთე. ხოლო შემდგომი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, რაჲთა კიდე-განიყოფვოდის და თავად დაიწყებვოდის, ვითარმედ: "რეცა არა მომავალობისა ჩემისათჳს თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნეს". ესე იგი არს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათ შორის, რომელნი ჰგონებდეს თჳსსა წარმართებულებასა, სიტყჳსათჳს ანუ საქმისა, მოქალაქობისათჳს გინა მეცნიერებისა, ანუ სხჳსა რაჲსმე სულიერთა საქმეთაგანისა, რომელთა ზედა ამისთჳს მაღლოვოდეს, რამეთუ არა იყო მათ თანა მოძღუარი და მამხილებელი მათი —დიდი ესე მოციქული ქრისტესი, რომელი უფროჲს სასწორისა და კანონისა იყო გამომაჩინებელი მეტობისა და ნაკლულევანებისა. ამისთჳს დაყოვნებაჲ მისი ყოვლად არღარა მისლვად ჰგონეს, და ამისთჳს უფროჲს განსივნეს ზუაობითა.
1 კორინთელთა მიმართ 4:18
17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას.19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4