თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუუკუე და სილაღით ვინმე სახელ-იდებდენ თქუენ შორის სრულად და სულიერად, არამედ მე, რაჟამს მოვიდე, არა სიტყუაჲ გამოვიძიო მათ შორის, არამედ საქმე. რამეთუ, უკუეთუ სახელ-იდვეს, ესე არარად ღირს; თჳნიერ ესე ოდენ, უკუეთუ ღირს სახელისა არიან საქმენი მათნი; რამეთუ არა სიტყჳთ მოიგებვის სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა, რომელ არს მოქმედებაჲ საქმეთა კეთილთაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 4:20
19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 4