მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:21

20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს; კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ორისავე ამის თქუენ ხართ უფალ: რაჲთა ანუ უდებებითა კუერთხი მაჴუმევიოთ, რომელ არს ძალი მტანჯველობისაჲ (ვითარ-იგი ანანიას ზედა — პეტრე, ანუ ელჳმასს ზედა - თჳთ მე), ანუ მოსწრაფებითა და სიფრთხილითა სიყუარულად თქუენდა მიმიზიდოთ სულითა მშჳდობისაჲთა; რამეთუ არს სული სიფიცხისაცა და მტანჯველობისასჲ.

თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა, სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ი, როგორც ის ბარიესუ, ან როგორც კეფამ ანანია, არამედ სატანას გადასცი? არა იმისთვის, რომ დასჯილიყვნენ, არამედ იმისთვის, რომ განესწავლათ. თუმცა მასაც აქვს ძალა, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა“ ()? და კვლავ: „რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ“ (); და კვლავ იმავე აზრით: „ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ (). მაშ, რატომ უხმობს სატანას სასჯელისთვის? რათა სიმძაფრესა და დასჯასთან ერთად შეურაცხყოფაც უფრო დიდი იყოს; უფრო სწორად კი, ურწმუნოებს თვითონ წვრთნიდნენ, ხოლო გადახვეულებს სატანას გადასცემდნენ.

და რატომღა პეტრემ ანანია? რადგან ანანიაც ჯერ კიდევ ურწმუნო იყო და

სრულად ნახვა