მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:6

5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავიდევ თავისა ჩემისა და აპოლლოჲსსა თქუენთჳს (4,6).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ხოლო ესე, ძმანო, გარდმოვიჩემე თავისა ჩემისად და აპოლლოჲსდად თქუენთჳს. ესე იგი არს, ვითარმედ ზემო წარმოთქუმულნი ესე სიტყუანი, დაღაცათუ თავსა ჩემსა და აპოლლოს ვაჩემენ, არამედ თქუენთა მაგათ მოძღუართათჳს მითქუმან.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, ესე გამოვსახე თავსა ჩემსა და აპოლოს ზედა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა-ზრახვად უფროჲს წერილისა მის (4,6).:

თარგმანი: აქამომდე ერისა მიმართ იტყოდა, ხოლო აწ მოიქცა მოძღუართა მიმართ და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენთჳს შემოვიღე თავი ჩემი და აპოლო შორის, რაჲთა არა თქუენ სახელ-გდვა და შესწუხნეთ. ამისთჳს ჩუენთჳს ვქმენ სიტყუაჲ, რაჲთა, გესმას რაჲ, ვითარმედ ჩემთჳს და აპოლოჲსთჳს ესრეთ ვიტყჳ, გულისჴმა-ჰყოთ თქუენთჳსცა. მოძღუართავე ეტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს შემოვიღე შორის თავი ჩემი და აპოლო, რაჲთა ჩუენ მიერ ისწავოთ არა-ზრახვაჲ უმეტეს წერილისა მის, არამედ წერილისა მისებრ იყვნეთ. ხოლო "წერილსა" მას იტყჳს, რომელი წერილ არს, ვითარმედ: რომელსა ენებოს პირველ ყოფაჲ, იყავნ იგი ყოველთა უდარეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის