მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:7

6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ, ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (4,7).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვის განუკითხვან საქმენი შენნი, უკუეთუ ღირს ქებისა არიან? კაცთა ვიეთმე-ა? არამედ არა სრულ არს, არცა ყოვლად სამართალ ბჭობაჲ მათი. გარნა სთქუა სადმე, ვითარმედ: მართალ არს ბჭობაჲ მათი და ნამდჳლვე ქებისა ღირს არს პატივი მოძღურებისაჲ, არამედ შენ ნუვე სზუაობ; რამეთუ არა მოსწრაფებითა შენითა მოგებულ, არამედ ღმრთივ მოცემულ არს საქმე იგი. ხოლო მოქადული არა ვითარცა სხჳთ მოღებულსა, არამედ ვითარცა თჳთ მოგებულსა ზედა იქადინ, რასა-იგი იქადი.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინ განგიკითხავს შენ? (4,7).:

თარგმანი: კუალად მოძღუართა მიმართ მიიქცა და ეტყჳს, ვითარმედ: ვინ გაგიკითხა შენ, ჵ მოძღუარო, და ვერარაჲ პოა შენ თანა ბიწი და გყო შენ ღირს ქებისა? კაცთა მიერ იქებია და პატივ-იცემები? არამედ ნუ იქადი ამისთჳს, რამეთუ კაცთა არა იციან ჭეშმარიტი განკითხვაჲ. ნუ იქადი, ვიდრემდის წინაშე ღმრთისა წარსდგე და მან გაქოს, განგიკითხოს რაჲ, გპოვოს თუ უბიწოდ.

ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ქრისტემ „თავი თჳსი დაიმდაბლა“ (); ამიტომ ვინც ამას იცის, არასოდეს იფიქრებს დიდს თავის თავზე, რადგან ადამიანს არაფერი აქვს, თუ არა ღვთისგან; მაშასადამე, დიდს არ იფიქრებს. რადგან „რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს?“ (). მან თავად დაბანა მოწაფეებს ფეხები. ვინც ამას იცის, როგორ ამაღლდება?

ამის გამო ამბობს: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი“ (). მეზვერე მხოლოდ თავმდაბლობით გამართლდა, ხოლო ფარისეველი ქედმაღლობით დაიღუპა. ამრიგად, განლაღებულმა ამათგან არაფერი იცის. კვლავ თვით ქრისტე ამბობს: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?“ (). მაგრამ, ამბობს, „არამედ სნეულ არს ძიებისათჳს“ (

სრულად ნახვა