მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:6

5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი (5,6).:

თარგმანი: კაცი იგი, რომელსა საქმე იგი ექმნა, ერთი იყო ფილაფოსთაგანი და დიდთაჲ მათ შორის და იგინი ამისთჳს არარას ეტყოდეს მას, არამედ უფროჲსად იქადოდეს მისისა ფილაფოსობისათჳს, და აქებდეს. და ამით უფროჲსად აბრკოლებდეს მას ცნობად თჳსისა ბოროტისა. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი, რომელ იქადით მისისა ფილაფოსობისათჳს და არა ამხილებთ ცოდვასა მისსა, არამედ უგულებელს-გიყოფიეს.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი (5,6).:

თარგმანი: ცხად ჰყოფს, ვითარმედ მოქადულნი იგი სიბრძნესა ზედა არა უტევებდეს მოქადულობითა მათითა, რაჲთამცა შეენანა შეცოდებულსა მას, რომელი- და ერთი იყო ბრძენთა მათგანი, მოქადული მას ზედა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის