თარგმანი: "ძუელად ცომად" სახელ-სდვა ესევითარისა ბოროტისა მოქმედთა, და ყოვლისავე ცოდვისა საქმესა. ხოლო "ძუელ" ამისთჳს არიან ესევითარნი, რამეთუ დამჟავებულ და დამპალ არიან ცოდვისა მიერ, და რამეთუ ქრისტეს მიერ ყოველნი ახალნი დაბადებულნი ვართ, ხოლო ცოდვაჲ ოდენ არს ძუელ, და ყოველნი მოქმედნი მისნი.
1 კორინთელთა მიმართ 5:7
6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5