მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:3

2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?
თავი გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი ვსაჯნეთ, არათუმცა ამის სოფლისანი? (6,3).:

თარგმანი: ანგელოზად ეშმაკთა იტყჳს, ვითარცა ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: "ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს". ხოლო თუ "ვსაჯნეთ" — ესე იგი არს, ვსძლოთ და დავაქცინეთ ამას სოფელსა და მას საუკუნესა სრულიად დავსაჯნეთ და უმეტესისა ტანჯვისა ღირსად გამოვაჩინნეთ, ხოლო ვინაჲთგან ჩუენდა, ღმრთისმსახურთა, ესევითარი მოცემულ არს მადლი ეშმაკთაცა დასჯად, არა უფროჲსად ჴორციელთა ამათ ზედა-მცა შეუძლეთა საშჯელისა ყოფაჲ?

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა (6,3).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი ვსაჯნეთ არა თუმცა სოფლიონი? ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვთქ წმიდათა მიერ შჯაჲ სოფლისაჲ, ნუ დაგიკჳრდების, რამეთუ უკუეთუ ანგელოზთაცა შჯიან, რაოდენ უფროჲს კაცთა ამის სოფლისათა! ხოლო ანგელოზად აწინდელსა ამას ადგილსა არათუ, ვითარ-იგი ვიეთმე ჰგონეს, მღდელთა უწოდს ეკლესიისათა, არამედ ეშმაკთა იტყჳს, სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: "წარვედით ცეცხლსა საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). ხოლო თუ ვითარ შჯიან წმიდანი კაცნი ეშმაკთა, ისმინე: რამეთუ რაჟამს ჩუენ თანა განიკითხვოდინ იგი უფლისა მიერ, ვითარ უჴორცოებაჲ ბუნებისა მათისაჲ უდარეს ჩუენ ჴორციელთასა გამოაჩინეს, სრულიად განვრდომითა კეთილისაგან, ამისთჳს უმეტესად დამძიმდეს საშჯელი მათი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის