მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:4

3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ.5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ.
თავი გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ამის სოფლისა რაჲმე სარჩელი გედვას, შეურაცხნი იგი კრებულსა შორის ესენი დასხენით (6,4).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ უკუეთუ იტყჳთ თუ — არა არიან სოფლიოთა შჯულთა და სამართალთა მეცნიერნი ჩუენ შორის, მე გეტყჳ, ვითარმედ ამათ სოფლისა და ჴორციელთა საშჯელთათჳს თუცა-მცა ბრძენნი არა გყვეს და მეცნიერნი, რომელნი ყოველთა უშეურაცხესნი არიან ქრისტიანეთა კრებულსა შორის, უმჯობეს არს, რაჲთამცა მათ განსჯად ეცით საქმე იგი, ვიდრეღამცა ურწმუნოთა მიმართ მიხჳდოდეთ, არა თუ რომელ ესოდენნი ფილაფოსნიცა არიან თქუენ შორის.

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ამის სოფლისაჲ სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულსა შორის ესენი დასხენით. საკდემელად თქუენდა გეტყჳ (6,4-5).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სიტყჳსაებრ თქუენისა ვთქუა, ვითარმედ: ნუუკუე და არავინ არს ბრძენ და გულისჴმისმყოფელ შესაკრებელსა თქუენსა შინა, ბჭობად ჴორციელისა მის სამშჯავროჲსა თქუენისა, რომელი-ესე არა ესრეთ არს, დაღაცათუ მე საკდემელად თქუენდა ვიტყჳ, არამედ რეცა თუ ეგრეთ არს, და ყოვლად უღონო ხართ პატიოსნისა ვისგანმე, გარნა თქუენ უმჯობეს გიჩნდინ, რაჲთა მათგან მორწმუნეთა შეურაცხნი და უნდონი დასხნეთ მსაჯულად თქუენდა, ვიდრე გარეშეთა მათ ურწმუნოთაგან ბრძენნი და პატიოსანნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის