თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს ვიტყჳ ამას, რაჲთა შეგარცხჳნო და დაგილიო მიზეზი, რაჟამს გრქუა თუ — უკუეთუ ბრძენნი არა გყვანან და სწავლულნი, უსწავლელთა დასხემდით მსაჯულად, და ოდენ მორწმუნენიმცა არიან. თუარა, უკუეთუმცა არა საკდემელად თქუენდა ვიტყოდე, არა თუ არა უწყი, ვითარმედ მრავალნი შჯულის მეცნიერნი არიან თქუენ შორის.
4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ.5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6