მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:6

5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
თავი გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, არამედ ძმაჲ ძმასა ეშჯოდის და ესე უშჯულოთა წინაშე. და აწ უძლურება არს ესე თქუენდა, რამეთუ ყოვლადვე სარჩელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსად გევნების თქუენ, რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების? არამედ თქუენ ავნებთ და მიიხუეჭთ და ესე ძმათა (6,5-8).:

თარგმანი: ამისთჳს შესძინა სახელიცა ძმისაჲ, რაჲთამცა სიადვილე იგი საშჯელისაჲ გამოაჩინა, ვითარმედ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, სადა-იგი არა ფრიადი შრომაჲ უჴმს, არამედ ძმობისა იგი საქმე ადვილ ჰყოფს საშჯელსა მას. ხოლო აწ ესევითარსა ორკერძოსა ბოროტსა იქმთ. ერთად, რომელ ძმაჲ ძმასა ერჩის, და მეორედ, რომელ უშჯულოთა წინაშე.

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმანცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა? არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისაჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე (6,5-6).:

თარგმანი: სახელი რაჲ ძმისაჲ დაჰრთო, ცხად ყო, ვითარმედ, ვინაჲთგან ძმათაჲ არს საშჯელი იგი და არა უცხოთაჲ, ამისთჳს არად საჴმარ არს მრავალღონეობაჲ და სიჴელოვნე სიტყუათაჲ დაჴსნად სიძნელისა საქმეთაჲსა, არამედ ორთავე მათ მოსარჩლეთა კმა-ეყოფვის შესაკდიმებელად სახელი ძმობისაჲ, რაჲთა არა ვითარცა უცხონი, მბრძოლ, არამედ ვითარცა ძმანი, ადვილად დაეგებვოდინ ურთიერთას. რამეთუ თჳთ მებრ ესე სირცხჳლ არს, რომელ ყოვლად საშჯელი უც ძმათა ურთიერთას, ხოლო ოდეს წინაშე მოსაჯულთა უცხოთასა განიღებდენ საშჯელსა მას, ესე თჳთ მრჩობლისა საშჯელისა მომატყუებელ არს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის