თარგმანი: ესრეთ იტყჳს ვითარმედ: უმჯობეს არს არა-განშორებაჲ, ხოლო განეშოროს თუ ცოლი ქმარსა, ეგენ უქმროდ, ვითარცა მქონებელი ქმრისაჲ, დაღაცათუ არა თანა-ყოფით, არამედ გონებით და შჯულკეთილობით.
1 კორინთელთა მიმართ 7:11
10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7