📋 სარჩევი
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).
თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვერ დაითმინონ, იქორწინენ. უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ (7,9).
თარგმანი: არა თუ ესრეთ იტყჳს თუ: რაჲ ბრძოლაჲ შეექმნას, იქორწინენ; არამედ: უკუეთუ ვერ დაითმენდეს ჴურობასა მას და უძჳრესსა შთავარდებოდის, იქორწინენ.
მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ (არა მე, არამედ უფალი): ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ (7,10-11).
თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა თქუმად შჯულისა, რომელი უფალსა თჳსითა პირითა ებრძანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "არა მე, არამედ უფალი". ხოლო შჯულსა მას იტყჳს, რომელ თქუა უფალმან, რაჲთა არავინ დაუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს და სხუანი იგი პირველ თქუმულნი; დაღაცათუ არა ეთქუნეს განთჳსებულად უფალსა, არამედ, რომელი პავლე თქუა, უფალსა თჳსად შეურაცხიეს. გარნა ვინაჲთგან განყოფისა ამისთჳს უფალსა ეთქუა, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა მე ვიტყჳ, არამედ პირველად უფალსა უთქუამს ესე. ხოლო რომელი უფალსა სახარებასა შინა არა უთქუამს, მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მე, არა უფალი". ხოლო რაჲთა არა ჰგონებდე თუ მის მიერ თქუმული კაცობრივ რაჲმე არს, ამისთჳს ქუემო იტყჳს, ვითარმედ "სული ღმრთისაჲ მაქუს მე".
მოციქულისაჲ: და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევობნ. ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი" (7,11).
თარგმანი: ნუ დაუტევობნო თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა და სხუასა შეირთავნ, ვითარცა უფალმან თქუა. რამეთუ აქა მათთჳს იტყჳს, რომელნი შფოთისათჳს ჴორციელისა განიყოფვიან და სხუასა შეირთვენ, და არა თუ მათ ეტყჳს, რომელნი ღმრთისათჳს სრულიად სოფელსა დაუტევობენ. ხოლო ნუვინ ჰგონებს თუ უქორწინებლობასა მამათა ოდენ ეტყჳს და შემდგომად ქორწინებისა მარხვასა — დედათა ოდენ, რამეთუ ორსავე ორთავე კერძო ეტყჳს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ (7,12).
თარგმანი: არა თუ უქორწინებელთათჳს იტყჳს, არამედ, რომელნი ქორწინებულნი იყვნენ, რამეთუ არა თქუა თუ — "რომელსა ენებოს შერთვაჲ ურწმუნოისაჲ", არამედ — "უკუეთუ ესუასო", რამეთუ, იქმნებოდა, რომელ მეუღლენი იყვნიან და ერთსა კერძსა ჰრწმენის ქრისტე, და მეორე ურწმუნოებასა შინა არნ. და ესევითართა მათ უბრძანებს, რაჲთა, უკუეთუ ურწმუნოსა მას არა ენებოს დატევებაჲ, მორწმუნემან მან არავე დაუტევოს, არამედ ისწრაფდეს, ნუ-უკუე შეუძლოს მოქცევაჲ მისი.
მოციქულისაჲ: და ჯერ-უჩნდეს მას ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევობნ მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ, და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევობნ ქმარსა მას (7,12-13).
თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ, უკუეთუ სიძვაჲ გამოჩნდეს მეუღლისაჲ, ბრძანებულ არს დატევებაჲ, ხოლო ურწმუნოჲსაჲ — არა? არა უძჳრეს არსა ურწმუნოებაჲ? ჰე, უძჳრეს არს, გარნა მეძვისა ბოროტი უკეთურებისაგან გონებისა არს და მეტისა სიბოროტისა, ხოლო ურწმუნოჲ მრავალგზის უმეცრებით დაადგრის საქმესა მას ზედა მცირედჟამ, და სასოებაჲ არნ მოქცევისაჲ, ვითარცა ქუემო იტყჳს, ვითარმედ: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი"; რამეთუ არარაჲ არს დამაყენებელ, ოდეს მასცა არა ენებოს განშორებაჲ, სასოებითა მოქცევისაჲთა ყოფად მის თანა.
მოციქულისაჲ: რამეთუ განიწმიდნების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან და განიწმიდნების ცოლი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არაწმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან (7,14).
თარგმანი: რაჲთა არა იშიშვოდის მორწმუნე იგი კერძი ურწმუნოჲსა მის თანა ყოფად, ამისთჳს ნუგეშინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინის, რამეთუ შენი სიწმიდე სძლევს და ვერ გძლევს მისი ურწმუნოებაჲ, თუმცა შეგინებულ გყო შენ. ხოლო არა თუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ურწმუნოჲ იგი მეუღლე წმიდა იქმნების, არამედ ნუგეშინისსაცემელად ეტყჳს, ვითარმედ საქმისა მისთჳს ქორწინებისა წმიდა არს შენი საქმე, დაღაცათუ მეუღლე იგი თავით თჳსით არაწმიდა არს. და შვილნი თუ გესხნენ, წმიდა არიან, არა თუ არაწმიდა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ ეგევითარითა მით, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან. რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? (7,15-16).
თარგმანი: რომელსა იტყჳს "ეგევითარად"? —გარნა ამას, ვითარმედ: უკუეთუ ანუ სარწმუნოებისაგან შენისა მიგდრეკდეს, ანუ მეშფოთე იყოს, ანუ თჳთ განშორებაჲ ენებოს, არღარა თანა-გაც, რაჲთამცა იტჳრთევდი მეშფოთეობასა მისსა, ვითარცა მორწმუნისა მეუღლისასა, არამედ განეშორე.
მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი ვითარცა იჩინა ღმერთმან, ეგრეცა ვიდოდენ. და ესრეთცა ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ: წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ, და წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, წინადაიცუეთნ. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელობაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ. კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ იჩინე, ნუ გჭირნ, არამედ ძალ თუ გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იღუაწე. რამეთუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს. ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინა, მონაჲ არს უფლისაჲ (7,17-22).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ სათნოებისათჳს გავნებდა რასმე, რამეთუ ესოდენ არარას გავნებს, რომელ დაღაცათუ ძალ-გედვას განთავისუფლებაჲ, იღუაწე მონებადვე. ჰნებავს გამოჩინბაჲ, ვითარმედ საღმრთოთა საქმეთა შინა სწორ არიან მონაჲ და უფალი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვინ მონებასა შინა იჩინა, იგიცა სულიერითა მით აზნაურებითა განთავისუფლებულ არს, და უფალიცა მისი — მონაჲვე არს უფლისაჲ, და სწორ არიან ორნივე, რამეთუ აქა უფალსაცა მორწმუნესავე შემოიღებს, ვითარმედ: რომელსაცა შინა წოდებულ ვინ იყოს ქრისტიანობად, ნუ რას ზრუნავს, გინა თუ წინადაცუეთილი იყოს, გინა თუ წინადაუცუეთელი, გინა მონაჲ, გინა აზნაური, გინა ქორწინებული. არცა ერთი ამათგანი არს სათნოებისა მიმართ დამაყენებელ.
მოციქულისაჲ: სასყიდლით სყიდულ ხართ (7,23).
თარგმანი: სისხლი იგი მხოლოდშობილისაჲ არს სასყიდელი, რომლითა გჳყიდნა ღმერთმან და მამამან.
მოციქულისაჲ: ნუ იქმნებით მონა კაცთა (7,23).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ მონათაცა მიმართ არს და აზნაურთა, რამეთუ რომელი მონა იყოს და უფალსა თჳსსა ურჩულოებისა ქმნად არა ჰმორჩილობდეს, იგი არა იქმნების მონა კაცთა, დაღაცათუ ჴორციელად მონაჲ იყოს, ვითარ-იგი იყო იოსებ. ხოლო რომელი ქრთამთათჳს და ნაყროვნებისა და დიდებისა ჰმონებდეს კაცთა უჯეროებასა ზედა, იგი მონაჲ არს კაცთაჲ, დაღაცათუ აზნაური იყოს. და ესევითარისა მონებისაგან გუაყენებს.